Android-ის შემქნელი სმარტფონების წარმოებას დაიწყებს

Android-ის შემქნელი სმარტფონების წარმოებას დაიწყებს

Android-ის ოპერაციული სისტემისერთ-ერთიდამფუძნებელი და Google-ის ქვეგანყოფილების ყოფილი უფროსი ანდროიდის განვითარებასთან დაკავშირებით ენდი რუბინმა შესაძლოა დაიწყოს საკუთარი სმარტფონების წარმოება. შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ მან დატოვა თანამდებობა და დაკავდა საიდუმლო წარმოებებით Google X-ის ლაბორატორიაში, ხოლო გასულ წელს მან საერთოდ დატოვა კორპორაცია, რათა შეექმნა ბიზნეს-ინკუბატორი სტარტაპებისთვის რობოტექნიქის სფეროში. ახლახანს, ენდი რუბინმა განაცხადა, რომ ის უზომოდ დაინტერესებულია მაღალი კლასის Android-ის გამოშვებასთან დაკავშირებით, რომელიც შეძლებდა კონკურენცია გაეწია iPhone-სთვის.


სმარტფონის შექმნის პროექტმა დაფინანსება შეიძლება მიიღოს ენდი რუბინის ფონდისგან, რომელის ბალანსზეც ამჟამად 300 მილიონი დოლარია. ასევე რუბინს კარგი კავშირები გააჩნია მწარმოებელ კაპიტალისტებთან, ასე რომ ახალი სმარტფონისთვის საჭირო რესურსების მოძიებასთან დაკავშირებით პრობლემები არ უნდა შეიქმნას.


როგორც Android-ის შექმნელი იუწყება, ის ეძებს ადამიანებს, რომლებიც შეურთდებიან მის ახალ ბიზნესს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ენდი რუბინი როგორც არავინ ისე ერკვევა Android-ის ოპერაციულ სისტემაში მას შეუძლია შექმნას მისი ცოდნის შესაბამისი სმარტფონი.



Facebook - კომენტარები


დაგვიმეგობრდით

სწრაფი კონტაქტი

ჩვენი პროექტები

დაგვიკაშირდით

  ბათუმი / დ. თავდადებული 25

  ტელ: 0422 29 21 21 /
მობ: ( 570) 90 60 10

 info@comp-master.ge