სასამართლომ აუკრძალა Facebook-ს თავისი მომხმარებლების თვალთვალი

სასამართლომ აუკრძალა Facebook-ს თავისი მომხმარებლების თვალთვალი

ბრიუსელის სამოქალაქო სასამართლოს მორიგი განჩინების თანახმად Facebook-ი ვალდებულია საკუთარი მომხმარებლების ევროპულ ნაწილზე თვალთვალი შეწყვიტოს, რისთვისაც 48 საათი აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას მოუწევს ყოველ გადავადებაზე 250 ათასი ევრო გადაუხადოს ბელგიის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სახელმწიფო კომისიას.

ამა წლის ივნისში ბელგიის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სახელმწიფო კომისიამ საჩივარი შეიტანა Facebook-ის წინააღმდეგ. წარდგენილ საჩივარს მტკიცებულების სახით კომისიის წარმომადგენლებმა დაამატეს კვლევათა მონაცემები. მათი შედეგების თანახმად, ახალი სახელშეკრულებო პირობები, რომელსაც „ფარულად" ეთანხმება ყოველი მომხმარებელი სოციალურ ქსელში რეგისტრაციისას შეიცავს ბელგიისა და ევროკავშირის კანონმდებლობის მთელ რიგ დარღვევებს.

შეგახსენებთ, რომ ადრე ბელგიის კომისიის თავმჯდომარემ ვილემ დებექელარემ განაცხადა, რომ Facebook-ი არა მარტო წამყვანი სოციალური ქსელის მომხმარებლების მონაცემებს უთვალთვალებს და აფიქსირებს, არამედ ინტერნეტის დანარჩენ აუდიტორიასაც.

როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები განმარტავენ, რომლებიც გაეცნენ კვლევათა შედეგებს, მსოფლიოს წამყვანი სოციალური ქსელი იმ მომხმარებელთა ადგილმდებარეობასაც განსაზღვრას, რომლებსაც ეს ფუნქცია (Tracking) გათიშული აქვთ. ასევე იმ ადამიანთა გეოლოკაციასაც, ვინც ანონიმურად შედისFacebook-ზე და არ აქვთ დარეგისტრირებული პროფილი სოციალურ ქსელში.

ექსპერტებმა ასევე განაცხადეს, რომ თვალთვალის პროცესი ხორციელდება მომხმარებელების მიერ "Like”-ის ღილაკზე დაწოლითა და სოციალური პლაგინების გამოყენებით. იდენტიფიცირების კიდევ ერთ მნიშვნელოვან შემადგენელად წარმოდგება cookies ფაილები.

ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ყოველი რესურსი, რომელიც საკუთარი cookies ფაილების ჩამოტვირთვას ეცდება, მანამდე ნებართვა მომხმარებლისგან უნდა მიიღოს.

როგორც საზღვარგარეთული საინფორმაციო გამოცემები იუწყებიან, მანამდე Facebook-მა შესთავაზა ბელგიის კომისიას ერთობლივად შეესწავლათ ჩატარებული კვლევების შედეგები, რათა დაედგინათ „უზუსტობები", რაზეც უარი მიიღო და სასამართლო პროცესი წააგო.


Facebook - კომენტარები


დაგვიმეგობრდით

სწრაფი კონტაქტი

ჩვენი პროექტები

დაგვიკაშირდით

  ბათუმი / დ. თავდადებული 25

  ტელ: 0422 29 21 21 /
მობ: ( 570) 90 60 10

 info@comp-master.ge