ბრაუზერი Chrome ანდროიდისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო გახდა

ბრაუზერი Chrome ანდროიდისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო გახდა

ბრაუზერში გამოჩნდა ახალი ფუნქცია სახელად Google Safe Browsing, რომელმაც აპლიკაცია კიდევ უფრო უსაფრთხო და კომპიუტერული ვერსიის მსგავსი გახადა. ეს ფუნქცია პროგრამის წინა ვერსიაში იყო დამატებული, მაგრამ მოცემული ფუნქციიის სრულყოფილ ინტეგრაცია მომხმარებლებისთვის მხოლოდ ახლა გახდა ხელმისაწვდომი.

Google Safe Browsing-ი აფრთხილებს მომხმარებელს საიტის მავნებლობის შესახებ წითელი ფერით, რომელიც იძლევა საშუალებას, რათა გავიგოთ, რომ იმ რესურსზე სადაც მომხმარებელს სურს შესვლა რაღაც რიგზე არ არის. ამასთანავე გვერდი საშუალებას გვაძლევს ან დავბრუნდეთ „უკან უსაფრთხოებისკენ" ან ჩვენი რისკის ფასად მაინც შევიდეთ ახალ საიტზე.

მწარმოებლების თქმით Google Safe Browsing-ის დამატება Chrome-ის მობილურ ვერსიაში უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე კომპიუტერულში. სირთულე მობილურ ინტერნეტთან მუშაობის აუცილებლობაში მდგომარეობდა, რომელიც ხშირ შემთხვევაში უფრო ნელა მუშაობს, ვიდრე WI-FI. ამიტომაც საიტის შემოწმება მავნებლობაზე შეიძლება ცოტათი გაიწელოს.

ვინაიდან ამ ფუნქციამ შეიძლება გამოიწვიოს ინტერნეტ-ტრაფიკის ზრდა Chrome თავიდან მხოლოდ განსაკუთრებით სახიფათო საიტების შესახებ გაგვაფრთხილებს. ასევე მწარმოებლები შეეცადნენ ეს ფუნქცია მაქსიმალურად ეკონომიური ყოფილიყო არა მარტო ტრაფიკის, არამედ ენერგომოხმარების მხრივ.


Facebook - კომენტარები


დაგვიმეგობრდით

სწრაფი კონტაქტი

ჩვენი პროექტები

დაგვიკაშირდით

  ბათუმი / დ. თავდადებული 25

  ტელ: 0422 29 21 21 /
მობ: ( 570) 90 60 10

 info@comp-master.ge