როგორ აჯობა გამოცდილ სნაპერს „გონიერმა“ შაშხანამ

როგორ აჯობა გამოცდილ სნაპერს „გონიერმა“ შაშხანამ

თავდაცვითი წარმოება და სამხედრო ტექნოლოგიების სრულყოფა მრავალ ქვეყანაში პრიორიტეტულად მიიჩნევა. იარაღის ნებისმიერი ტიპის განვითარებისას აქცენტი გაკეთებულია ტექნიკის მაქსიმალურ ავტომატიზირებულობაზე, რაც ხელს შეუწყობდა ისეთი შეცდომების შემცირებას, რომლებიც ადამიანური ფაქტორით იყო განპირობებული. ეს ასევე სამხედროებს მისცემდა საშუალებას ფრონტის ხაზზე უშუალო ბრძოლის ნაცვლად დისტანციურად წარემართათ საბრძოლო მოქმედებები. თუ ადრე ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ უნარ-ჩვევებზე იყო დამოკიდებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისას, ახლა უკვე შესაძლებელია ნაღმმტყორცნიდამ სროლა ავითვისოთ მობილური აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც თქვენს მაგივრად გამოთვლის ჭურვის ტრაექტორიას.

იმის დასამტკიცებლად, რომ კომპიუტერულ სისტემას რეალურად შეუძლია შეცვალოს პროფესიონალები კომპანია TrackingPoint-მა ერთ-ერთ სნაიპერულ ტურნირზე საკუთარი „გონიერი" შაშხანა გამოსცადა. „ეს შაშხანა უბრალოდ არ მოგცემთ აცილების საშუალებას" - განცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. ამ ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებელია პირველივე გასროლაზე მოვახვედროთ მიზანში და სულ არაა აუცილებელი რაიმე წარმოდგენა გვქონდეს ბალისტიკის შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი იარაღის გამოყენება ობიექტთან პირდაპირი ქონტაქტის გარეშეც შეიძლება სმარტფონით ან ისეთი „გონიერი" სათვალეებით, როგორიცაა Google Glass. სნაიპერს დაცული ადგილიდან შეუძლია ხედავდეს შაშხანის ოპტიკური სამიზნიდან, ისე რომ მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება.

სხვადასხვა კონკურსებიდან მიღებულმა ჯამურმა სტატისტიკამ ფენომალური შედეგები გამოავლინა. შაშხანამ 10140 ქულიდან 10140 ქულა აიღო! შედარებისთვის პროფესიონალმა სნაიპერმა, ბრიუს პიატმა სულ რაღაც 3040 ქულა დააგროვა.

 


Facebook - კომენტარები


დაგვიმეგობრდით

სწრაფი კონტაქტი

ჩვენი პროექტები

დაგვიკაშირდით

  ბათუმი / დ. თავდადებული 25

  ტელ: 0422 29 21 21 /
მობ: ( 570) 90 60 10

 info@comp-master.ge