ავსტრალიაში ხანძრის ჩასაქრობად რობოტებს გამოიყენებენ

ავსტრალიაში ხანძრის ჩასაქრობად რობოტებს გამოიყენებენ

ავსტრალია ცნობილია უდაბნოებითა და ხანგრძლივი გვალვებით - ეს კი ხშირად იწვევს ხანძარს ტყის მასივებში, რომელსაც ადამიანები საკუთარი ძალებით ებრძვიან.

ავარიული სამსახურის უფროსმა დევიდ ელიოტმა და სახანძრო განყოფილების კომისარმა გრეგ მალინსმა წარმოადგინეს ქვეყანაში პირველი დისტანციური მართვის რობოტი TAF-20.

TAF-20 აღჭურვილია მართვის ავტომატიზირებული კომპლექსით, რომელიც მეხანძრეებს საშუალებს აძლევს ჩააქრონ ხანძარი, ისე რომ საფრთხის ქვეშ არ ჩააყენონ საკუთარი სიცოცხლე. სპეციალური გაჯეტით აღჭურვილ რობოტს შეუძლია 500 მეტრის მანძილზე მიიღოს სიგნალი.

რობოტს შეუძლია 90 მეტრის მანძილზე გაისროლოს წყლის ჭავლი, ხოლო „წყლიანი ნისლის" ანუ ქაფის გაფანტვა კი 60 მეტრის რადიუსში. რობოტი ასევე აღჭურვილია „კოვშით" რომელიც გათვლილია გზის მანქანებისგან გასაწმენდათ, რათა არ შეფერხდეს ხანძრის ჩაქრობა. მისი ღირებულება 310 ათასი დოლარია და იწარმოება გერმანიაში.


Facebook - კომენტარები


დაგვიმეგობრდით

სწრაფი კონტაქტი

ჩვენი პროექტები

დაგვიკაშირდით

  ბათუმი / დ. თავდადებული 25

  ტელ: 0422 29 21 21 /
მობ: ( 570) 90 60 10

 info@comp-master.ge